წარმოიდგინეთ რომ უკვე გაქვთ საკუთარი ვებ გვერდი, თუმცა არ გყავთ მომხმარებელი , ეგ ბუნებრივიცაა ვინაიდან ახლად შექმნილ ვებ საიტს რომლის შესახებაც არავინ იცის ვერც ვერავინ იპოვის რამდენიმე მილიარდ ვებ გვერდს შორის.
საიტზე მომხმარებლის შემოყვანის რამდენიმე გზა არსებობს მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მიზნობრივი და არა გზა აბნეული მომხმარებელი, ამისათვის პირველი რასაც ვაკეთებთ არის რომ ონლაინ ხელსაწყოების მეშვეობით ვაანალიზებთ რამდენი ადამიანი ეძებს ჩვენს მომსახურებას ან პროდუქციას google_ში , როგორია კონკურენცია, თუ შედეგი გვაკმაყოფილებს ვანთავსებთ რეკლამას google ads პლატფორმაზე, google ads მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია , თითოეულ ვიზიტორში ვაწესებთ ბიდს მაგალითად 0.10$ , ასევე დღიურ ბიუჯეტს მაგალითად 10$ რომლის გახარჯვის შემდეგაც თქვენი რეკლამა აღარ გამოჩდება
რაც შეეხება Facebook ads აქ ცოტა სხვა პრინციპი მუშაობს , შეგვიძლია რეკლამა შევქმნათ როგორც გვერდის მოწონონებაზე ასევე პოსტის ნახვებზე, ან სულაც საიტის პირდაპირ ტრეფიკზე, ეფექტურობის თვალსაზრისით რომ შევადაროთ google ads_თან იმის ალბათობა რომ პირობითად დახარჯულ 10$ ში უფრო კარგ შედეგს მივიღებთ გაცილებით ნაკლებია, ამის მიზეზი მარტივია google_ის შემთხვევაში ვხარჯავთ 10$ იმ ვიზიტორზე ვინც ჩვენ გვეძებს , ხოლო facebook_ის რეკლამის შემთხვევაში შეიძლება "ამინიც" კი დაგიწერონ დარეკლამებულ პოსტზე, ხომ გესმით არა? 😀