მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ვებ საიტის დამზადება , ჩვენი სერვისის აღწერაში მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია რაც შეიძლებათ დაგჭირდეთ სწორი არჩევანის გაკეთებისთვის , დავიწყოთ !
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რისი ცოდნის საჭიროებაც გაქვთ არის ის თუ რა მიზნებისთვის გჭირდებათ ვებ საიტის შექმნა , არსებობს საიტების რამდენიმე სახეობა რომელიც ფუნქციურად განსხვავდება ერთმანეთისგან , ყველა არსებულ ბიზნესს , ან თუნდაც იდეას აქვს საკუთარი სპეციფიკა რის გარშემოც უნდა აწყოს ვებ გვერდის ფუნქციური და ვიზუალური ნაწილი , მოდი განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ჩვენი კომპანიის ისტორიიდან რისი მეშვეობითაც შევიქმნით ზოგად წარმოდგენას.
კომპანიებს რომლებსაც აქვთ გასაყიდი პროდუქცია როგორც წესი ესჭიროებათ ჰიბრიდული ვებ საიტის დამზადება , რაც გულისხმობს რამდენიმე სახეობის საიტის გაერთიანებას , ონლაინ მაღაზია რომელიც საშუალებას გვაძლევს საიტის მეშვეობით პირდაპირი გაყიდვები ვაწარმოოთ , ჩავაშენოთ გადახდის და განვადების მოდულები, ასევე ვებ საიტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია სერვისების და კომპანიაში არსებული საიხლეების შესახებ.
კომპანიები რომლებსაც სურთ აწარმოონ პირდაპირი გაყიდვები ვებ საიტის მეშვებით , ასეთ შემთხვევაში საიტის დამზადების პროცესში ვითვალისწინებთ შესაბამის სტრუქტურას რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ გაყიდვებზე
კომპანიები რომლებიც მოღვაწეობენ მომსახურების სფეროში , ამ შემთხვევაში გვჭირდება კორპორატიული ტიპის ვებ საიტის შექმნა , სადაც იქნება განთავსებული ინფორმაცია კომპანიის სერვისების შესახებ , ასევე სასურველია სიახლების და ბლოგის მოდულის ჩაშენებაც , დამატებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ფასის კალკულატორების და საჭირო მოდულების შემუშავებაც რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს შექუმნის
რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კომპანია რომლებიც ძირითადად საკუთარი სპეციალობით მუშაობენ და სურთ საკუთარი პორტფოლიო ან მომსახურებები მომხმარებელს გააცნონ , ამ შემთხვევაში საჭიროა ისეთი ტიპის საიტების შექმნა რომელიც გათვლილი იქნება რეკლამაზე და მისგან მიღებულ სწრაფ შედეგზე
როგორც ხედავთ დამკვეთების სია რომლებსაც ჩვენთან ვებ საიტის დამზადება საკმაოდ მრავალფეროვანია, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა მიკრო მეწარმე ხართ თუ დიდი კომპანია ჩვენი სახით საიმედო პარტნიორს შეიძენთ. თუ განზაზღვრული არ გაქვთ როგორი ტიპის საიტი შეეფერება თქვენს ბიზნესს ნურც ამაზე იფიქრებთ ბევრს, მზად ვართ თქვენთან ერთად დავგეგმოთ ყველა ნაბიჯი ჩვენი გამოცდილების გაზიარებით
როდესაც დაზუსტდება საიტის სახეობა რომლის დამზადებაც გნებავთ საჭიროა სწორად შევარჩიოთ პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები , ალბათ ერთ სტატიაში რთული გადმოსაცემი იქნება რამდენი ნიუანსის გათვალისწინება გვმართებს ტექნიკურ საკითხებში, თუმცა შევეცდებით მნიშვნელოვანი დეტალების მიმიხილვა გავაკეთოთ, სანამ საიტის შეკვეთას გააფორმებთ ყოველთვის გახსოვდეთ დამზადებული საიტი უნდა იყოს სწრაფი, დაცული ხოლო მისი ვიზუალური მხარე უნდა ჯდებოდეს ვებ დიზაინში არსებულ სტანდარტებში, ვებ საიტის სისწრაფე და დაცულობა, მის გარშემო ტრიალებს თანამედროვე პროგრამირება , აქედან გამომდინარე ყოველთვის არჩევანი შეაჩერეთ იმ კომპანიაზე რომელიც იყენებს პროგრამირების ენებში არსებულ ბოლო ვერსიებს , გარდა ამისა გაითვალისწინეთ ვებ საიტზე არსებული დატვირთვა განსაზღვრეთ თეორიულად რამდენი მომხმარელები შეიძლება გეწვიოთ, თუ ვებ საიტზე განთავსებულია პროდუქცია მოცულობითია ვებ საიტს აუცილებლად დაჭირდება სისწრაფის ოპტიმიზაცია , ზოგადად დიდი ზომის პროექტებსა და პლათფორმების დამზადების პროცესში ჩვენი გუნდი რეკომენდაციას უწევს SPA ტექნოლოგიას
წლების წინ არსებობდა სტატიკური საიტის მცნება რომელიც გულისხმობდა ვებ საიტზე არსებული კონტენტის სტატიკურ განლაგებას , უფრო გასაგებათ რომ ვთქვათ თუ ვებ გვერდზე რაიმეს შეცვლის საჭიროება იქმნებოდა ამისათვის მის კოდში ჩარევა იყო საჭირო რომელიც მხოლოდ ვებ დეველოპერს შეეძლო, თუმცა ასეთი ტიპის საიტები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ახალი ერა კი დინამიურ ვებ საიტებს ეკუთვნით რომელზე არსებულ კონტენტს მართვის პანელიდან მარტივად ვამატებთ ვანახლებთ ან ვშლით , კონტენტის მართვის სისტემები იყოფა ორ ნაწილად ეგრედ წოდებულ მზა ძრავებად როგორიც არის
და ნოლიდან შექმნილ ძრავებად , ძრავის ნოლიდან შექმნა გულისხმობთ თქვენი საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე ექსკლუზიურად თქვენი საიტისთვის შექმნილ მართვის სისტემას , რათქმაუნდა პლიუსები და მინუსები ორივე მათგანს აქვს რომელსაც დეტალურად განვიხილავთ ვინაიდან სწორედ მართვის პანელზე არის დამოკიდებული ბევრი რამ რაცი თქვენი ვებ საიტის ხარისხის განსაზღვრელია
დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი ტიპის ძრავი უნდა ავირჩიოთ ვებ საიტის შექმნის პროცესში დიდი ხნის დაიწყო , ძნელად თუ ნახავთ ინტერნეტში ისეთ რესურსს რომელიც ამ საკითხს ობიექტურად გაანალიზებს და შესაბამის წარმოდგენას შეგიქმნით, მიზეზი მარტივია , დეველოპერები რომლებიც საიტებს ამზადებენ მზა ძრავებით უაპელაციოდ თვლიან რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა , იგივეს ფიქრობენ დეველოპერები რომლებიც თავად ქმნიან საიტებს პროგრამული ენების გამოყენებით, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კომპანია არ იყენებს მზა ძრავებს ამ საკითხს მაინც მიუკერძოებელი პოზიციით განვიხილავთ, მაგალითისთვის ავირჩევთ wordpress ძრავს ვინაიდან არსებული ვებ საიტების 60%-78% სწორედ ამ ძრავს იყენებს , მაინც რა განაპირობებს მის ასეთ პოპულარობას ? პასუხი აქაც მარტივია მისი გამოყენების სიმარტივე და დეველოპმენდის სწრაფი პროცესი , მოდი ჩავშალოთ. wordpress ძრავი დაწერილია პროგრამირების ენაზე რომელსაც php ეწოდება , თავდაპირველად wordpress ძრავა შექმნილი იყო მარტივი ბლოგის ტიპის საიტებისთვის თუმცა სწრაფად განვითარდა და დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საიტის შექმნა მისი გამოყენებით , მოდი ვნახოთ როგორ მიმდინარეობს ვებ საიტის დეველოპმენდის პროცესი მისი გამოყენებით , თავდაპირველად wp (wordpress ) დეველოპერი აინსტალირებს ძრავს რომელიც არის გარემო, ჩონჩხი რაზეც ინსტალირდება საიტის ფუნქციური ნაწილის ფლაგინების სახით , ასევე ხდება საიტის დიზაინის ანუ თემის ინსტალაცია, თემების ფართო არჩევანი შეგიძლიათ იხილოთ პლათფორმაზე themeforest.net
არსებობს wordpress_ზე ვებ საიტის შექმნის ორი მიმართულება , თემის დეველოპმენდი და უკვე შექმნილი თემის ინსტალაცია , მოდი ესეც განვმარტოთ , უკვე ავღნიშნეთ რომ ვორდპრესი წარმოადგენს წინასწარ შექმნილ გარემოს რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მზა ფუნქციონალს , თემის დეველოპმენდს ახორციელს ვებ დეველოპერი რომელიც მუშაობს პროგრამულ ენაში php უბრალოდ მას უწევს wordpress სტანდარტების დაცვა , ხოლო პიროვნება რომელიც ვებ დეველოპერის მიერ შექმნილ თემას (დიზაინს) აინსტალირებს არის უბრალოდ ინსტალატორი , თუ თქვენ საიტის დამზადების პროცესში არჩევანს გააკეთებთ მზა ძრავზე ყოველთვის დააზუსტეთ რა სამუშაოს გაგიწევთ დაქირავებული კომპანია ან ფრილანსერი,
სამწუხაროდ საქართველოში რთულად თუ ნახავთ კომპანიას ან ფრილანსერ დეველოპერს რომელიც თავად ახორციელებს ვებ დიზაინის დეველოპმენდს , ამას აქვს ობიექტური მიზეზიც თემის დეველოპმენდი მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნას ისეთი პროგრამირების/მარქაფის ენების როგორიც არის php, javascript, html , css , mysql ხოლო პროგრამისტები რომლებიც აღნიშნულ ცოდნას ფლობენ თავად ქმნიათ მორგებულ მართვის სისტემებს , აქედან გამომდინარე ურთიერთობა გიწევთ ისეთ კომპანიასთან რომელიც უბრალოდ შეიძენს თემას თქვენი საიტებისთვის და დააინსტალირებს , შეიყვანს კონტენტს და ჩაგაბარებთ , ამ ერთი შეხედვით უწყინარი მოვლენის უკან საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას , მაგალითისთვის თუ საიტზე რაიმე მნიშვნელოვანი დეტალის შეცვლა დაგჭირდებათ ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება , რადგან როდესაც ხდება ამა თუ იმ თემის ან ფლაგინის ინსტალაცია , მის ფუნქციურ ნაწილში ჩარევას ჭირდება ტექნიკური ცოდნა რომლის არ ქონის შემთხვევაშიც უბრალოდ ჰაერში რჩებით , მეორე ყველაზე დიდი პრობლემა არის ფასიენი ფლაგინები მაგალითად თუ თქვენს საიტზე გინდათ რაიმე რთული ფუნქციის ჩაშენება დიდი ალბათობით აღნიშნული ფლაგინი საკმაოდ ძვირი ეღირება , ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად ხშირად იყენებენ უფასო განულებულ ვერსიებს რითაც ზოგავენ ხარჯებს ტექნიკურად თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ , თუმცა 95% შანსია რომ რამდენიმე თვეში თქვენი საიტი დავირუსდება ან დაიჰაკება, კიდევ ერთი დისკომფორტი რასაც აწყდებით ეს არის ვერსიების განახლება , როდესაც ხდება wp ძრავის ვერსიის განახლება აუცილებლად უნდა განაახლოთ სხვა შემთხვევაში იზრდება მისი გატეხვის საფრთხე , ვერსიის განახლებაც საკმაოდ სპეციფიური პროცესია , როდესაც ახლდება ვერსია შესაძლოა რომელიმე ფლაგინი არ იყოს შესაბამისი ვორდპრესის ბოლო ვერსიასთან ამ დროს კი თქვენი ვებ საიტი უბრალოდ გამოვა წყობიდან , თავის მხრივ გჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა იმ კომპანიისგან რომელმაც დაგიმზადათ საიტი , ხოლო თუ საქმე ფრილანსერს ეხება შესაძლოა ვეღარც მიაგნოთ :) რათქმაუნდა ესეც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული ,
მთავარი ფაქტორი რის გამოც იყენებენ ამ პლატფორმას არის მისი დაბალი ღირებულება ხშირ შემთხვევაში თქვენი საიტი რამდენიმე საათში მზად არის ყველაზე ცუდ ვარიანტში რამდენიმე დღეში , ამიტომ არასდროს გადაიხადოთ ძვირი იმ ვებ საიტის შექმნაში რომელიც იყენებს wordpress ძრავს, იხილეთ Hostinger Academy ვიდეო იმის შესახებ თუ როგორ შევქმნათ ონლაინ მაღაზია 1 საათზე ნაკლებ დროში wordpress გამოყენებით
ვებ საიტის მართვის სისტემის ნოლიდან აწყობა საკმაოდ პოპულარულია ქართული კომპანიების უმეტესობა სწორედ ამ ტიპის ძრავს იყენებს , მოდი განვიხილოთ მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები , პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ვორდპრესისგან განსხვავებით რომ საიტის შექმნის პროცესი არც 1 საათს და არც 1 დღეს არ გაგრძელდება ამ შემთხვევაში დრო საიტის მოცულობასა მის სირთულეზეა დამოკიდებული , მარტივი სავიზიტო ტიპის საიტის დამზადებას კი დაახლოებით ერთი კვირა ჭირდება , ამას განაპირობებს ის ფაქტი რომ თქვენი ვებ საიტის ყოველი დეტალი პროგრამისტის მიერ დაწერილი კოდისგან შედგება , რაც მოითხოვს დროს, ფიქრს , ტექნიკური ამოცანების გადაჭრის უნარს , ხელით დაწერილი ძრავები უფრო მეტად მიდრეკილია ტექნიკური ხარვეზებისკენ მაგრამ რაც უფრო გამოცდილ კომპანიას ანდობთ თქვენს პროექტს მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დადის , ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას როგორც წესი წუთები ჭირდება , ხელით დაწერილი ძრავების ერთ ერთი მინუსი მისი მაღალი ღირებულებაა , მაგრამ მინუსიც ამ შემთხვევაში პირობითი მცნებააა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვებ საიტის საჭიროება და მისგან მიღებული შემოსავალი ყოველთვის გადააჭარბებს თქვენს გაწეულ ხარჯებს , კიდევ ერთი ბენეფიტი რასაც ხელით აწყობილი საიტების ძრავი გვაძლევს არის მისი მარტივად გადაკეთების საშუალება, ხშირად არის შემთხვევა როდესაც დამკვეთი საიტის დასრულების შემდგომ მუშაობის პროცესში აწყდება ისეთ ნიუანსებს რისი შეცვლაც და მორგებაც უნდა საკუთარ კომფორტზე , ვორდპრესის შემთხვევაში ეგ შეუძლებელია და თუ შესაძლებელი იქნება ისიც მოგიწევთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან აირჩიოთ საუკეთესო,
კიდევ ერთი თავისებურება რაც განასხვავებს ვორდპრესზე შექმნის ვებ საიტებსა და ნოლიდან აწყობილ ვებ გვერდებს არის სისწრაფე, საიტის ჩატვირთვის სისწრაფე დამოკიდებულია ჰოსტინგზე , საიტზე არსებული კონტენტის ზომაზე , და მონაცემთა ბაზის სწორ პროექტირებაზე, ჩვენ უკვე ვიცით რომ ვორდპრესი იყენებს მზა მოდულებს ეგრედ წოდებულ ფლაგინებს , მაგალითად თქვენ თუ გინდათ საიტზე ფილტრაციის მოდულის დაყენება ამ ფლაგინდ მოყვება კიდევ არასაჭირო კოდი რომელიც არ ერგება თქვენი საიტის სპეციფიკას , შესაძლოა ვიზუალურად ეს ვერ შეამჩნიოთ თუმცა საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება საიტის ჩატვირთვის დროზე , ნოლიდან აწყობილი საიტები დაახლოებით 3x სწრაფია თავის ვორდპრესის ანალოგებთან ზოგ შემთხვევაში კი 7x , google რეკომენდაციით საიტის ჩატვირთვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წამს , ოპტიმიზაციის ქულა შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებ საიტზე https://developers.google.com/speed/pagespeed/insights/
ცალკე აღსანიშნავია ვებ საიტის დიზაინი, ამ შემთხვევაში ძრავთან ერთად თქვენი საიტის დიზაინიც თქვენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული და მისი ყველა კომპონენტი იქნება შეთანხმებული , ვიდრე მისი დეველოპმენდის პროცესი დაიწყება შესაძლებლობა გექნებათ ფოტო ვერსიის ნახვის, რომელიც ვებ დიზაინერის მიერ იქნება დახატული , როდესაც შეათანხმებთ დიზაინს შემდგომი ეტაპი არის მისი დამზადება პროგრამული კოდის მეშვეობით, როდესაც საიტს უკვეთავთ ვორდპრესზე მისი ვიზუალური მხარე ანუ დიზაინი არასდროს არის უნიკალური ანუ თქვენ გარდა კიდევ თქვენი მსგავსი ვებ საიტი უამრავ კომპანიას აქვს შესაძლოა ათი ათასობითაც, მგონი დამატებითი ახსნა არ ჭირდება რამდენად უხერხულია როდესაც საკუთარი ბრენდის განვითარებაზე ზრუნავთ,
უსაფრთხოება და ვერსიის განახლებები ნოლიდან შექმნილ ძრავებს არ უქმნის პრობლემას ვინაიდან ყველა ფუნქციური ნაწილი რაც საიტზე არის ჩაშენებული დეველოპერის მიერ არის შემუშავებული და დამზადებული , არ არის დამოკიდებული განახლებაზე რომელიც გარე რესურსებიდან იმართება , გამონაკლისია php ვერსიები რომელიც ხშირად ახლდება თუმცა არ ქმნის პრობლემას ვინაიდან სერვერზე შესაძლებელია იმ ვერსიის დაყენება რომელზეც თქვენი ვებ საიტია შექმნილი ,
ვებ გვერდის დამზადება არ უნდა იყოს მიზანი არამედ ის უნდა განიხილოთ როგორც საშუელება სასურველი მიზნების მისაღწევად , მიზანი შეიძლება იყოს მომხმარებელში ნდობის მოპოვება , პირდაპირი გაყიდვების წარმოება , ცნობადობის გაზრდა , ინფორმაციის მიწოდება , როგორც ხედავთ მიზნები მრავალფეროვანია მაგრამ ყველა მათგანი გვეხმარება წარმატების მიღწევაში, წარმატებაში ფასდება ჩვენი შრომა და დრო , მაშასადამე თუ ვებ საიტს განვიხილავთ როგორც საშუალებას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მისი ხარისხი უნდა იყოს საუკეთესო, ძნელად თუ მოძებნით ისეთ სფეროს რომელშიც არ გვხდება ძლიერი კონკურენცია მითუმეტეს მაშინ როდესაც ახლად შექმნილი კომპანია ხართ , უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ რბოლაში ხართ ჩართული სადაც თანხა მხოლოდ საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებზე ნაწილდება, ამ შემთხვევაში წარმატება მრბოლელის პროფესიონალიზმზე და მის ავტომობილზეა დამოკიდებული , ჩათვალეთ თქვენ მრბოლელი ხართ ჩვენ კი ის ხალხი ვინც თქვენს ავტომობილს ამზადებს , რბოლაში მონაწილე სხვა სპორტსმენები კი თქვენი კონკურენტები , ამ მაგალითზე ნათლად დაინახავთ რატომ უნდა დაამზადოთ ხარისხიანი საიტი და არ უნდა ეცადოთ თანხის დაზოგვის მიზნით უხარისხო ანალოგით დაკმაყოფილებას, ამის შედეგი იქნება ის რომ მუდმივად რბოლაში იქნებით ჩართული თუმცა ვერასდროს გაიმარჯვებთ , უბრალოდ დახარჯავთ დროს ენერგიას და ნერვებს , რადგან დაგპირდით შეჯამებას მოდი შევაჯამოთ! ვორდპრესის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ რამდენიმე დღეში იაფ სარბოლო ავტომობილს რომელიც იქნება ნელი დაუხვეწავი დიზაინით რომელსაც მუდმივად სერვისი ესაჭიროება, არც გულშემატკივრების სიმპატიის იმედიც არ უნდა გქონდეთ , რაც შეეხება ნოლიდან აწყობილ ძრავს ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ იმ სისწრაფის და იმ ვიზუალის სარბოლო ავტომობილს როგორსაც ისურვებთ , თუმცა ცოტა ლოდინი მოგიწევთ, ასევე რბოლის საწყის ეტაპზე შესაძლოა მცირე ხარვეზების აღმოფხვრა დაგჭირდეთ თუმცა ის ბენეფიტები რასაც ლიდერობა მოგიტანთ ნამდვილად ღირს ამად ,
იყო დრო როდესაც ყველანირი სერვისის ან ნივთის შესაძენად ინფორმაციას ჩვენს სამეგობროში ვაგროვებდით , თუმცა ახლა ჩვენი მრჩეველი საძიებო სისტემები და სოციალური ქსელებია , მათი დახვეწელი ალგორითმი ყოველთვის გვთავაზობს ისეთი სახის ვებ საიტებს რომლებიც ჩვენს საჭიროებებს ნაწილობრივ ან სრულად ერგება , სმარტფონების ერამ მოიტანა ის რომ ყველა საჭიროებას ვეძებთ საძიებო სისტემებში ან სოციალური ქსელის ჯგუფებში , არ აქვს მნიშვნელობა თქვენი კომპანია რომელ სფეროში მოღვაწეობს თქვენ გეძებენ! , საჭიროა მხოლოდ უკუკავშირი იმ მომხმარებელთან ვისაც თქვენი მომსახურება ან პროდუქცია აინტერესებს , ამის საკუთესო საშუელაბ კი ვებ საიტის დამზადებაა , თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა ვინაიდან მისი ვიზუალური ან ფუნქციური მხარე უნდა აკმაყოფილებდეს ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნებასაც, თუ ცდილობთ თქვენი გაყიდვები ან ცნობადობა გაზარდოთ ვებ გვერდის მეშვეობით იცოდეთ რომ არსებობენ კომპანიები რომლებიც იგივეს ცდილობენ ასევე ვებ გვერდის მეშვეობით , ამ დროს კი ის იმარჯვებს ვისი საიტიც უკეთესია , დიზაინის მხრივ ამის განსაზღვრა ცოტა რთულია , ზოგი ამბობს "გემოვნებაზე არ დაობენ" ზოგი კი პირიქით "ზუსტადაც გემოვნებაზე დაობენ" ჩვენი აზრით ვებ დიზაინზე დავა არ ღირს , თუმცა ამ დავის შესამსუბუქებლად მარტივი ხერხი არსებობს აჩვენეთ დიზაინი 10 ადამიანს თუ უმრავლესობას მოეწონა ესეიგი ნამდვილად ღირს არჩევანის შეჩერება ,
საიტი ყველა ზომის კომპანიას ან მეწარმეს ჭირდება , რეკლამის მეშვებით შესაძლებელია თქვენი საქმიანობის ან გაყიდვების გაზრდა ზოგ შემთხვევაში რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 30 აღემატება დაგეგმილს, როდესაც თქვენი ვებ გვერდი ჩაეშვება შემდგომ საჭიროა მისი seo ოპტიმიზაცია ან სწრაფი ექექტის მისაღებად რეკლამის განთავსება, ჩვენს კომპანიაში გვქონია ისეთი შემთხვევა როდესაც google ads სარეკლამო კაპმანიის მეშვეობით კლიენტის შეკვეთებმა 3000% იმატა , ამასთან უნდა აღინიშნოს რომ ჩვენს მიერ წარმართული ყველა სარეკლამო კამპანია წარმატებული!
ვებ საიტის დიზაინში მთავარი სიმეტრიების და სტანდარტის დაცვაა რომელიც წლებთან ერთად ჩამოყალიბდა , ცნობილი ფაქტია რომ თვალისთვის სიმეტრიული სახე ბევრად უფრო ლამაზად აღიქმევა ვიდრე ასიმეტრიული , ასევე არის ვებ გევრდის შემთხვევაშიც , ამიტომ მისი დამზადების პროცესში მოცემული დეტალი ყველა კომპონენტში გათვალისწინებული უნდა იყოს , გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს ვებ საიტის მისიას მის სახეობას , საიტის ტიპის მიხედვით ხდება მისი სტრუქტურის განსაზღვრა , მარტივი თვალით რომ შევხედოთ საიტის დიზაინი შედგება ფოტოებისგან ტექსტური მასალისგან , გრაფიკური გამოსახულებებისგან რომლებიც განსხვავდებიან ფერით, განლაგებით , ზომებით , მომრგვალებული კუთხეებით, ფონის ფერებით და ასე შემდეგ , მოცემული დეტალების კომბინაცია განზაზღვრავს რამდენად იქნება თქვენი ვებ საიტის დიზაინი მეგობრული ან პირიქით , შესაბამისად ყველა ტიპის საიტს საკუთარი კარგად გააზრებული და დალაგებული დიზაინი ესაჭიროება , მაგალითად თუ თქვენი საიტი უკავშირდება გაყიდვებს წინა პლანზე უნდა იყოს პროდუქციის ბლოკები სადა დიზაინით, ყოველგვარი ზედმეტი გაფორმბების და ჩარჩოს გარაშე , უნდა მოერიდოთ ზედმეტი ინფრომაციის გამოტანას მაგალითად როგორიც არის პროდუქტი მოკლე აღწერა , მხოლოდ ფოტო დასახელება და ფასიც კმარა, ალბათ გაგიჩდათ კითხვა რატომ? მოდი განვმარტოთ, უკვე ვახსენეთ რომ ვებ საიტი ტექსტების და გრაფიკული გამოსახულბების ერთიანობაა შესაბამისად როდესაც მომხმარებელი ათვალიერებს საიტს , რაც მეტი კომპონენტის გაანალიზება და აღქმა უწევს თვალს მით მალე დაიღლება შესაბამისად მალე დატოვებს საიტს , თუმცა არც ის არ იქნება კარგი მხოლოდ მშრალი ტექსტებით და ფოტოებით შემოვიფაქრგლოთ , სწორ ადგილად "მყვირალა" ელემენტების ჩასმა საიტს მეტ სიცოცხლეს შესძენს
ეხლა განვიხილოთ შემთხვევა როდესაც თქვენი საიტი უკავშირდება კვებით ინდუსტრიას , აქ უკვე დროა საქმეში ფერების ფსიქოლოგია ჩავრთოთ თუ ონლაინ გაყიდვების საიტის შემთხვევაში საჭირო იყო მაქსიმალური სიმარტივე აქ საქმე პირიქით არის, უნდა ვეცადოთ ყველა დეტალი ისეთივე დახვეწილი და გამოკვეთილი იყოს როგორც იტალიური პიცაა , არც შუქჩრდილები უნდა დავიშუროთ და ფერადი ბლოკები , მაღალი ხარისხის ფოტოებით რომელიც თქვენს მომხმარებელში მადას და სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს, ამ ორ შემთხვევას პრინციპი საერთო აქვს ვებ საიტის არც ერთი დეტალი არ უნდა იყვეს საძებნი ყველაფერი მარტივი და გასაგები უნდა იყოს ,
რათქმაუნდა ყველა დამკვეთის სურვილია მისი ვებ საიტი მაქსიმალურად ნაკლებს დროში დამზადდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს გონივრული ვადების დარღვევა ყოველთვის ზრდის ხარვეზების გაჩენის ალბათობას , არსებობენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები ან ფრილანსერები ვინც სუბიექტური ან ობიექტური მიზეზებით დროში წელავენ საიტის დასრულებას , ზოგადად საიდის დამზადების დრო დამოკიდებულია მის სირთულესა და ზომაზე , თუმცა საინტერესოა ის ფაქტი რომ ერთი და იმავე სახეობის საიტს ყველა სტუდია ან დეველოპერი სხვადასხვა დროში დაასრულებს , ეს დამოკიდებულია :
მოდი ყველა შემთხვევა ჩავშალოთ
როგორც უკვე ვიცით კოდის წერა არ არის მარტივი საქმე , ხშირად არის შემთხვევა როდესაც დეველოპერს სხვადასხვა სირთული ხარვეზი აქვს , რაც უფრო გამოცდილია დეველოპერი ხარვეზების მოგვარებას ნაკლებ დროს ანდომებს , მაგალითად თუ დამწყები დეველოპერი თქვენი საიტის შექმნისას პრობლემების აღმოფხრვაში 4 დღეს დაკარგავს დეველოპმენდის დროს , გამოცდილი პროგრამისტი იგივე ხარვეზებს რამდენიმე საათში მარტივად გაართმევს თავს
შეიძლება დეველოპერსაც ან კომპანიასაც ქონდეს შესაბამისი გამოცდილება , თუმცა შესაძლებელია თქვენი პროექტის პარალერულად სხვა პროექტებზეც მუშაობდეს, ან თუნდაც გართობით იყოს დაკავებული , ამიტომ ყოველთვის გირჩევთ ისეთ კომპანიას შეაჩეროთ არჩევანი რომელსაც რეკომენდაციის გამოთხოვა შეუძლია საკუთარი დამკვეთებისგან
ეს ის პარამეტრია რომელიც მართლაც მოქმედებს საიტების დამზადების პროცესზე თუმცა ლოგიკა აქაც მარტივია, რომელ კომპანიასაც აქვს რთული პროექტების დამზადების გამოცდილება სწორედ მას უნდა ვენდოთ , სიახლე ყოველთვის გაუთვალისწინებენ ხარვეზებთან ჭიდილს ნიშნავს , რაც თავისთავად ზრდის დეველოპმედის პროცესს
რაც უფრო მეტია გვერდების რაოდენობა და ფუნქციონალი შესაბამისად დამზადების დროც იზრდება ,
თუ როგორია ჩვენთან საიტების შექმნის , საშუალო დრო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ 👇
მარტივად რო ავხსნათ კონვერსია ეწოდება ვებ საიტზე შემოსული მომხმარებლის ქცევას, შეიძლება ეს იყოს რეგისტრაცია , რაიმეს ყიდვა, სერვისის შეკვეთა , ვიდეოს ყურება , ხმოვანი ფაილის მოსმენა და ასე შემდეგ , ალბათ დაგაინტერესებთ როგორ უნდა გავზარდოთ ვებ საიტის კონვერსიის პროცენტი, მთავარი ფაქტორი ისევ და ისევ განლაგებები და ფერებია, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ტექსტებს , მოზომილი და კარგად მოფიქრებული ტექსტი კონვერსიის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია , მაგალითად თუ რაიმე პროდუქტზე გაქვთ ფასდაკლება , შეგიძლიათ ფასდაკლების ბლოკში არსებული ტექსტით ურჩიოთ მომხმარებელს დღის საუკეთესო შეთავაზებით სარგებლობა , ასევე მნიშვნელოვანია განლაგება მარტივი ნავიგაცია , რასაც ეძებენ ის მარტივად უნდა იპოვონ , სანავიგაციო მენიუ მაქსიმალურად ინფორმაციული უნდა იყოს, ხოლო მთავარ სექციაში რომელსაც მომხმარებელი პირვლს ხედავს შეგვიძლია განსხვავებული ვიზუალის მქონე ბლოკებით დავლინკოთ მნიშვნელოვანი გვერდები , თუ შესაძლებელია მომხმარებელში ნდობის მოპოვების მიზნით ჩავსვათ ავტორიტეტული პარტნიორი კომპანიების ლოგოები,
მაგალითად როდესაც გაქვთ ონლაინ გაყიდვების საიტები დღეში 1000 ვიზიტორით , აქედან 65 დარეგისტრირდა ან იყიდა რაიმე პროდუქტი ეს უკვე კონვერსიაა და ითვლება ერთიანი ქულა ამ შემთხვევაში კონვერსიის პროცენტი იქნება 6.5% რაც საკმაოდ კარგი შედეგია , მოდი ვნახოთ Adoric.com მონაცემები 2020 წლის კონვერსიის პროცენტები საიტის ტიპის მიხედვით ,
არსებობს ნიუანსები რომლებიც ქმნიან წარმოდგენას თქვენ საიტზე, ეს შეიძლება იყოს ნეგატიური ან პოზიტიური , იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყურება თქვენი ვებ გვერდი , არსებობს შეცდომები რომლებიც არ უნდა დავუშვათ , გთავაზობთ მათ ნუსხას
მოდალური ფანჯარა
სარეკლამო პოპაპ ბანერები რომელიც მომხმარებელს საიტზე შესვლის თანავე "ეჩხირება" თვალში , ამაზე გამაღიზიანებელი მხოლოდ ისე შეიძლება იყოს, როდესაც ფანჯარას დახურავთ მაგრამ ყოველ განახლებაზე თავიდან იხსნება 🤦
დაუსრულებელი ველები ფორმებში
უამრავი საიტი არსებობს რომელზე რეგისტრაციაც უფრო რთულია ვიდრე ევერესტის დალაშქრვა , არასდროს გამოიყენოთ საჭიროზე მეტი შესავსები ველი , ყველა მომხმარებელი უფრთხილდება დროს და ნერვებს , ასე რომ ნუ შეეკითხებით მის დიდ ბაბუას რა ზედმეტსახელი ერქვა , უბრალოდ ჩააშენეთ ავტორიზაცია სოც ქსელების გამოყენებით 🥂
არასდროს მოსთხოვოთ პირადი ინფორმაცია
არსებობს ისეთი ტიპის საიტების სადაც უბრალოდ აუცილებლობაა მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შენახვა , მაგალითად ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში საჭიროა მისამართის დამატება, ასევე თუ თქვენი საიტი იყენებს მიტანის სერვისს საჭიროა მომხმარებლის ლოკაციის დადგენა , თუ თქვენ მომხმარებლის პირად ინფორმაციას ითხოვთ საჭიროების გარაშე დარწმუნებული იყავით ნდობის ხარისხი არც თუ ისე სახარბიელო გექნებათ მომხმარებლსი თვალში 🧛
გამოიყენეთ მეგობრული და ფუმფულა შრიფტი
ამ საკითხზე ბევრი მსჯელობა არ ღირს მგონი უბრალოდ ჯობია ფოტო იხილოთ 😁
კონტენტის განლაგება
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მომხმარებელი ისევე როგორც ძველად გაზეთის კითხვისას ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ზედა მარცხენა კუთხეში შუშა და ქვედა მარჯვენა კუთხეში განლაგებულ კომპონენტებს ამიტომ ვებ გვერდების სტრუქტურა უნდა იყოს "Z" ფორმის განლაგებით
სისწრაფე
თქვენი საიტი რაც უფრო სწრაფი იქნება და სწრაფად ჩაიტვირთება , უფრო მეტად შეიყვარებს თქვენი მომხმარებელი 🐢
გახადეთ თქვენი ვებ საიტი რესფონსივი
ყველა მოწყობილობაზე (სმარტფონი, პლანშეტი, ლეპტოპი) ადაპტირებული ვებ საიტი სასიცხოხლოთ მნიშვნელოვანია , ვინაიდან სწორედ 53% თქვენი საიტის ვიზიტორების სწორედ ტელეფონით შემოსული მომხმარებელი შეადგენს , რაც უფრო იზრუნებთ მათ კომფორტზე , თქვენ მიმართ კეთილგანწყობა უფრო გაიზრდება,
ღილაკების გაფორმება
მნიშვნელოვანია რომ ღილაკები რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დანიშნულებას , ან ქმნიან ბმულებს ქონდეთ ტექსტური კონტენტის გარდა ვიზუალური ეფექტიც ანუ გამოვიყენოთ აიქონები
ვებ გვერდების საჭიროება განსხვავებულია ყველა დამკვეთისთვის, მაგალითად ზოგიერთ მათგან სულაც არ ჭირდება ისეთი ვებ საიტი რომელიც პორდაპირ გაყიდვებს ან შემოსავალს მოუიტანს , შესაძლოა საიტის დაამზადოს მხოლოდ ნდობის გასაზრდელად თუნდაც კომპანიის პერტნიორებში , მაგრამ უფრო მეტად დამკვეთი ელოდება პირდაპირ შემოსავალს როგორც გაყიდვების ასევე , კლიენტების მოზიდვის კუთხით , ამ შემთხვევაში გვაქვს ორი გამოსავალი გათვლა გავაკეთოთ სწრაფ შემოსავალზე რომელიც საჭიროებს რეკლამას ინტერნეტში ისეთი პლატფორმების გამოყენებით როგორიც არის google ან facebook , საიტის დასრულებისთანავე შესაძლებელია სარგებელის მიღება თუნდაც 2-3 დღის ვადაში , თუმცა აღნიშნული მეთოდი მოითხოვს ფინანსურ დანახარჯებს , რომელიც მუდმივად იქნება გასაწევი , არსებობს მეორე გზაც ეგ არის seo ოპტიმიზაცია რაც გულისხმობს თქვენი ვებ საიტის საძიებო სისტემებში საჭირო სიტყვებზე წამყვან ადგილებზე პოზიციონერებას ამ შემთხვევაში სწრაფი შედეგი არ მიიღწევა მაგრამ 4-5 თვის შემდეგ შესაძლებელია სტაბილური შემოსავალის მიღება ისე რომ აღარ გექნებათ არანაირი დანახარჯი , საუკეთესო შემთხვევაა როდესაც ორივე მეთოდს , ვიყენებთ საიტის შექმნის შემდეგ პირველივე დღეებში ვხედავთ მის შედეგს, ხოლოდ დროთა განმავლობაში აღარ გვიწევს ზედმეტი თანხების გაღება რეკლამისთვის თუმცა შედეგი და შემოსავალი იგივე რჩება,
ეს თემა ნამდვილად წასაკითხია! ვინაიდან სწორედ სწორი პარტნიორი პოვნა დაგეხმარებათ შედეგის მიღწევაში, ჯობია ცხოვრების მეგზურის არჩევაში შეცდედ ვიდრე იმ კომპანიასა თუ პიროვნებაში რომელიც თქვენი ვებ საიტის დამზადების პროცესს ჩაიბარებს , აქ არის რამდენიმე პაქტორი , ძირითადად ფასის , ხარისხსი, და დროის კუთხით ,
არსებობენ მცირე , საშუალო , და დიდი ზომის კომპანიები ყველა მათგანს თავისი პლიუსები და მინუსები აქვთ , მცირე კომპანიები იყენებენ ძირითადად ვორდპრესის ძრავებს მუშაობენ მარტივ საიტებზე , როგორც წესი მათ მიერ დასახელებული ფასი ბევრად ნაკლებია ვიდრე საშუალო ან დიდი ზომის კომპანიებში თუმცა მათი მინუსი არასაკმარისი ცოდნაა , როდესაც ასეთ კომპანიას უკვეთავთ ვებ გვერდს იმის რისკი რომ არასათანადო ხარისხის პროდუქტი შეგრჩებათ საკმაოდ მაღალია
საშუალო ზომის კომპანიები 3-4 წლის გამოცდილებით, როგორც წესი შეუძლიათ სრული სპექტრის მომსახურების გაწევა , და ყველა ტიპის ვებ საიტის დამზადება , ფასები 2-3 ნაკლებია ვიდრე დიდი ზომის კომპანიებში , კომფორტულია მათთან მუშაობა ვინაიდან ცდილობენ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და სახელის მოხვეჭას , მაქსიმალურად ცდილობენ დამკვეთის ინტერესების დაცვას , საშუალო და დიდი ზომის პროექტებისთვის საუკეთესო არჩევანია
დიდი ზომის კომპანიები რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ყავთ რამდენიმე ათეული პროგრამისტისგან შემდგარი გუნდი , შეუძლიათ ყველანაირი მომსახურების გაწევა , მათთან საქმის დაჭერა არც ისე იაფია , ხარისხი იგივეა რაც საშუალო ზომის კომპოანიებში თუმცა მათი სპეციკიდან გამომდინარე , აქვთ ბევრი ზედმეტი ხარჯი რაც აძვირებს პროდუქტის ღირებულებას , ამ შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გაქვთ თუმცა თავად უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტის და მათ მიერ დასახელებული თანხის შეფარდება რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის