კონსულტაცია

საიტების დამზადების ფასები

საიტის დამზადების ღირებულებაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას , ესენია :  ტექნიკური ამოცანის სირთულე, გასაწევი სამუშაოს მოცულობა , დიზაინის ტიპი ,  დეველოპმენდის პროცესში გამოსაყენებელი ტექნოლოგიები , სამუშაოს დასრულების ბოლო ვადა, ოპტიმიზაციის ტიპები , ამ სტატიაში ყველა დასახებულ ფაქტორს ჩაშლილად   განვიხილავთ

 

ტექნიკური ამოცანის სირთულე


ტექნიკური ამოცანის შედგენა ხდება დამკვეთის   მოთხოვნებიდან  გამომდინარე,   ამოცანები  განსხვავდებიან  სირთულისა და მოცულობის მიხედვით ,  მაგალითად შეიძლება დამკვეთს სურდეს ღონისძიების პრომო საიტის დამზადება , თუმცა  დიზაინერების და დეველოპერების გუნდისთვის ეს მოცემულება საკმარისი არ არის იმასათვის რომ ნათელი სურათი შეიქმნას, ამ   შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაზუსდეს საჭიროა თუ არა  რეგისტრაციის ან კონტაქტის ფორმა, ხომ არ სურს დამკვეთს   ბილეთების ონლაინ გაყიდვა ა.შ ,  მოცემულ მაგალითზე კარგად ჩანს რომ  მხოლოდ საიტის ტიპით ფასის დადგენა რთულია, ვინაიდან ყოველი ფუნქციური მოდული შეიძლება  ზრდიდეს გასაწევი სამუშაოს მოცულობას  და სირთულეს

 

გასაწევი  სამუშაოს მოცულობა 


არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზად ფუთავს კომპანია საკუთარ მომსახურებას ,   პროექტის ხარისხს   საბოლოოდ   დეველოპერების და დიზაინერების  კვალიფიკაცია განსაზღვრავს , სახალისო ფაქტია რომ პროგრამირებაში "მოცულობა" და "სირთულე" ზოგადი სიტყვებია , მაგალითად ჯუნიორ დეველოპერისთვის დაუძლეველი სამუშაო , სენიორ დეველოპერისთვის შესაძლოა 10 წუთში კლავიატურაზე ჩხაკუნით მოგვარდეს, ამის მიუხედავად არსებობს  მარტივი მაგრამ მოცულობითი ამოცანები, ეს დამოკიდებულია გვერდების რეოდენობაზე თუ გვაქვს 20 უნიკალური დიზაინის გვერდი და საიტი არის საინფორმაციო ტიპის , ამოცანის სიმარტივის მიუხედავად დეველოპმენდის დრო საკმაოდ დიდი იქნება  

 

დიზაინის ტიპი 


დიზაინი ვებ გვერდის ერთ ერთი მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილია,  (თუ გაინტერესებთ რატომ იხილეთ ჩვენი სტატია რომელიც რამდენიმე წლის წინ დავწერეთ)  შესაბამისად ფასის წარმოქმნის პროცესშიც დიდ როლს ასრულებს 
არსებობს ორი ტიპის დიზაინი, შაბლონური რომელიც  უკვე არსებობს და თავისუფალ გაყიდვაშია, შესაძლებელია მისი ყიდვა და მორგება თქვენს საიტზე , ამ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი ვებგვერდის  მსგავსი ვიზუალი სხვა საიტსაც ქონდეს,  ჩვენი კომპანია არ იყენებს აღნიშნულ მეთოდს, რადგან შაბლონური დიზაინის მორგება ვებგვერდის ძრავთან მოითხოვს დიდ ძალისხმევას , ხშირად დიზაინს მოყველა არასაჭირო კოდის დიდი მოცულობა რაც ნეგატიურად აისახება ჩატვირთვის დროსა და ზოგად ხარისხზე, 


მეორე არის უნიკალური დიზაინი , ის  UI/UX დიზაინერის მიერ იქმნება, რომელიც სპეციალიზებულია ვებსაიტების და აპლიკაციების დიზაინის შექმნაზე , ამ დროს ზუსტად დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით ხდება დიზაინის დახატვა შემდგომ შეთანხმება და მხოლოდ მას შემდეგ აწყობა პროგრამულად , ამ მეთოდით შექმნილი ვებსაიტები ყოველთვის გამორჩეულია ანალოგებისგან ქმნის მეტ სანდოობას და არის მომხმარებელზე ორიენტირებული

 

ტექნოლოგიები 


არსებობს უამრავი ტექნოლოგია რომელიც გამოიყენება ვებ დეველოპმენდში ,  როგორც  ბექ ენდ ისევე ფრონტ ენდის მიმართულებით ,  იმას  თუ რომელი პროგრამირების ენა უნდა იქნეს  გამოყენებული პროექტში  განსაზღვრავს დეველოპერი  ვებგვერდის ტიპიდან გამომდინარე , მაგალითად საბანკო სისტემები  რომლებიც მოითხოვენ მილიონობით მონაცემის სწრაფ დამუშავებას , ხშირად იყენებენ asp.net ფრეიმვორქს რომელსაც წამში 7 მილიონი მოთხოვნის დამუშავება შეუძლია, ხოლო საშუალო ზომის პროექტებზე შესაძლებელია  php ან სხვა ენის გამოყენებაც , იდენტური ფუნქციონალის შექმნა სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სირთულის და მოცულობის სამუშაოს გულისხმობს , ამიტომ გამოყენებული ტექნოლოგიები პირდაპირ კავშირშია საიტის დამზადების ღირებულებასთან

 

პროექტის დასრულების ბოლო ვადა 


თითეული პროექტი გონივრულ ვადებში სრულდება , თუმცა არსებობს შემთხვევები როდესაც დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე საჭიროა მჭიდრო ვადებში მუშაობა , ამ დროს დეველოპერებზე საკმაოდ დიდიდ დატვირთვა მოდის რადგან განსაზღვრული დროის ნაცვლად  შესაძლოა ყოველდღიურად რამდენიმე საათით მეტის მუშაობა მოუწიოთ,  შესაბამისად იზრდება შეცდომების დაშვების რისკიც, არანორმირებულ  რეჟიმში მუშაობა საკმაოდ სტრესულია და მოითხოვს ადამიანურ გამძლეობას,  ასეთ დროს პროექტზე დახარჯული რესურსი იზრდება რაც პირდაპირ პროპორციულია პროექტის ბიუჯეტის ზრდასთან

 

ოპტიმიზაციის ტიპები 


ვებგვერდის ოპტიმიზაცია ზოგადი საკითხია , ვებსაიტს შეიძლება ჩაუტარდეს , on page seo ოპტიმიზაცია , ჩატვირთვის დროის ოპტიმიზაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს ვებსაიტზე არსებული მულტიმედიური ელემენტების დაკომპრესირებას , ფორმატების და გაფართოებების შეცვლას, სერვერსა და კლიენტს შორის მოთხოვნების ოპტიმიზაციას, css & javascript ფაილების კომპრესიას ,  ჩვენთან დამზადებულ ყველა ვებსაიტს აქვს პლანშეტებზე და ტელეფონზე მორგებული დიზაინი თუმცა შესაძლებელია რესფონსივ დიზაინის კიდევ უფრო დახვეწა და გალამაზება ესეც ოპტიმიზაციიის ერთ ერთი ტიპია

თუ ამ სტატიაში რიცხვებს ეძებდი მაშინ გული არ დაიწყვიტო ,  ისარგებლე ჩვენი ფასების კალკულატორით და გახსოვდეს რალური ფასის დადგენა მხოლოდ პირადი კომუნიკაციით არის შესაძლებელი