wave

საიტების დამზადება

ჩვენი გუნდი გთავაზობთ თქვენ მიზნებზე მორგებულ ვებ გვერდების დამზადებას , თუ ჩვენ საიტზე არსებული ინფორმაცია ვერ პასუხობს თქვენ ყველა კითხვას, მაშინ დაგვირეკეთ 568808189 ან მოგვწერეთ , მზად ვართ განვიხილოთ ყველა ნიუანსი რაც თქვენთვის სასურველი ვებ საიტის დამზადებას შეეხება.


საიტების დამზადებისას

ჩვენ გთავაზობთ
  • ვებ საიტს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გაზრდოთ ნდობა მომხმარებლებში

  • ფუნქციურ, ლამაზ და მიმზიდველ დიზაინს , რომელიც მოიზიდავს პოტენციურ მომხმარებელს

  • შეგეძლებათ აკონტროლოთ , საიტზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობა

  • ვებ საიტის , მარტივ და მოქნილ კონტენტის მართვის სისტემას (CMS)

გთავაზობთ ჩვენ მიერ დამზადებულ საიტებს და საიტების კლასიფიკაციას:

თუ მოცემულ სიაში თქვენთვის სასურველი საიტი ვერ მოხვდა , ნუ იღელვებთ ჩვენ მას უპროლემოდ დავამზადებთ :)


ჩვენ დამკვეთებს ხშირად უჩდებათ კითხვა იმის შესახებ შეძლებენ თუ არა საიტზე ინფორმაციის განახლებას და ზოგად კონტნტის მართვას

როდესაც საიტი დამზადდება , მასზე მიბმული იქნება (cms), ეგრედ წოდებული კონტენტის მართვის სისტემა , მისი მეშვეობით შეგეძლებათ, დაამატოთ, წაშალოთ ან რედაქტირება გაუკეთოთ საიტზე არსებულ ინფორმაციას, ასევე მართოთ ის მოდულები რაც ვებ საიტზე იქნება ჩაშენებული,

saitebis damzadeba

საიტის დამზადება


საიტის დამზადების პროცესი და ეტაპები

  • ვებ საიტის ფუნქციური შესაძლებლობების განსაზღვრა

  • საიტის დიზაინის შემუშავება (დახატვა)

  • დიზაინის აწყობა პროგრამულად

  • ხარვეზების და შენიშვნების გათვალისწინება

  • კონტენტის მართვის სისტემის (CMS)_ს აწყობა

  • საიტის დამზადების შემდგომ, ტესტირება , დამკვეთისთვის ჩაბარება


ვებ საიტის დიზაინი

დიზაინი საიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დიდწილად სწორედ დიზიანი განსაზღვრავს რამდენად დადებითად განეწყობა მომხმარებელი თქვენი საიტის მიმართ, ამიტომ საიტების დამზადების პროცესში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დამკვეთთან.
გარდა უნიკალური დიზაინისა შესაძლებელია გამოვიყენოთ უკვე მზა შაბლონებიც, ასეთი ტიპის შაბლონების გამოყენება რეკომენდებულია დაბალ ბიუჯეტიან პროექტებში .

ამომწურავი ინფორმაციისთვის

დაგვირეკეთ

ან

მოგვწერეთ
(+995)568-80-81-89 saitebis damzadeba

ვებ საიტის დამზადება

ვებ საიტი ემსახურება რამდენიმე მიზანს, აუმჯობესებს თქვენსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციას, თავიდან იცელებთ ზედმეტ კითხვებს, თქვენი კომპანიის მომსახურებებისა თუ პროდუქციის შესახებ, ვინაიდან ყველა სახის ინფორმაცია საიტზე გაქვთ განთავსებული, ლამაზად გაფორმებული და სწორად დაგეგმილი დიზაინი , დადებითად განაწყობს პოტენციურ მომხმარებელს თქვენს მიმართ, რაც უპირატეს მდგომარეობაში გაყენებთ კონკურენტებთან


რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვეტთ საიტის დამზადებას

რატომ არის საჭირო გქონდეთ კარგი ვებ საიტი? საბედნიეროდ ამ კითხვამ აქტუალობა დიდი ხნის წინ დაკარგა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვალა პიარის და რეკლამის სახეებიც, რაც არ უნდა ძლიერი იყოთ თქვენს სფეროში , თუ მომხმარებელს ვერ მიაწვდით ინფორმაციას თქვენი სერვისების, უპირატესობების და ზოგადად თქვენი არსებობის შესახებ, წარმატების მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ამ პროცესის გათვალისწინებით კომპანიების უმრავლესობა ცდილობს საკუთარი სარეკლამო სტრატეგია ციფრულ სამყაროს დაუკავშიროს. ვებ საიტის ემსახურება რამდენიმე მიზანს, აუმჯობესებს თქვენსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციას, თავიდან იცელებთ ზედმეტ კითხვებს, თქვენი კომპანიის მომსახურებებისა თუ პროდუქციის შესახებ, ვინაიდან ყველა სახის ინფორმაცია საიტზე გაქვთ განთავსებული,ლამაზად გაფორმებული და სწორად დაგეგმილი დიზაინი , დადებითად განაწყობს პოტენციურ მომხმარებელს თქვენს მიმართ, რაც უპირატეს მდგომარეობაში გაყენებთ კონკურენტებთან ,

სამწუხაროდ კომპანიების უმრავლესობა, ვერ იყენებს საიტის პოტენციალს სრულად, გქონდეთ საიტი, და არ გყავდეთ მომხმარებელი იგივეა გახსნათ სასტუმრო უღრან ტყეში, სადაც; მისი არსებობის შესახებ არავის ეცოდინება, არსებობს საიტზე მომხმარებლის მოზიდვის რამდენიმე მეთოდი თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ პოპულარულ და ეფექტურ გზებზს შევეხებით.

1) SEO (საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში) როგირიც არის:google ,yandex ,bing და სხვა, დროთა განმავლობაში თქვენი საიტი დაიკავებს წამყვან პოზიციებს კონკრეტულ სიტყვაზე ძებნისას

2) google ads (რეკლამის განთავსება GOOGLE_ს საძიებო სისტემაში)

3) facebook/instagram ads (რეკლამის განთავსება სოციალურ ქსელში)

უნდა გაითვალისწინოთ რომ,seo ოფტიმიზაციის გარდა , ყველა მეთოდი არის ფასიანი და მისი დაგეგმვა უნდა მოხდეს პროფესიონალების მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული, თქვენი ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ალბათობა იმისა რომ , ერთი სახის რეკლამა იყოს უშედეგო, ხოლო სხვა მეთოდის არჩევის შემთხვევაში მიიღოთ გაცილებით უკეთესი შედეგი, იმის მიუხედავად რომ ყველა მათგანი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.

საიტის დამზადების ფასები & ვებ-სტუდიები vs freelancer_ები

freelancer: პირი რომელიც არის თვითდასაქმებული, და არ აკავშირებს შრომითი ხელშეკრულება დამქირავებელთან.

ვებ საიტის დამზადების ფასზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სატის მოცულოება და ფუნქციური შესაძლებლებლობებია, არსებობს საიტების განსხვავებული ტიპები ,

სავიზიტო - მსგავსი ტიპის საიტები შედგება რამდენიმე გვერდისგან სადაც ძირითადად აღწერილია ინფორმაცია კომპანიის ან კერძო პირის მოღვაწეობის შესახებ , ასეთი საიტების ფასი 400 - 1200 ₾ ფარგლებში მერყეობს,

კორპორატიული საიტი - არის როგორც კომპანიის სერვისების შესახებზე ინფორმაცია ასევე მათ პარტნიორებზე, შესაძლეებელია იყოს განთავსებული პროდუქციის ჩამონათვალი, ფოტოების სლაიდშოუ, ასევე გქონდეთ საშუალება გამოაქვეყნოთ ინფორმაცია თქვენს კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ, მომხმარებლების რეგისტრაციის მოდული და ასე შემდეგ, მსგავსი საიტების ფასი 1200 - 2500 ₾ ფარგლებშია.

პროდუქციის კატალოგი - ეს არის საიტის ისეთი ტიპი სადაც განთავსებულია პროდუქცია , ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მანქანის ნაწილები, ცხოველის საკვები, ტურები, სურსათი და ასე შემდეგ...მოიცავს მათზე დაწვრილებით ინფორმაციას, დეტალური აღწერით, პარამეტრებით, ასევე მარტიივი ფილტრაციის შესაძლებლობით, შესაძლებელია ქონდეს შეკვეთის ფორმა, მიტანის სერვისის მოდული, რათქმაუნდა ასეთი საიტები თავის თავში მოიცავენ ზემოთ ჩამოთვლილი ვებ-გვერდის ტიპების ფუნქციონალსაც . მსგავსი საიტის დამზადება 2500 ლარიდან შეგიძლიათ,

ონლაინ მაღაზია - საჭიროების მიხედვით თავის თავში შეიძლება მოიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ტიპის საიტის ფუნქციონალს, დახვეწილი ფილტრაციის და ძებნის შესაძლებლობებას , საიტზე ინტეგრირებულია ბარათით გადახდის და ონლაინ განვადების მოდულები, ონლაინ მაღაზიის ფასი 2500 ლარიდან იწყება,

ზემოთ მოყვანილი საიტის ტიპები და ფასები არის ზოგადი მიმოხილვა, წარმოდგენის შესაქმნელად

მცირე ვებ-სტუდიები ასეთ კომპანიებთან ურთიერთობა საკმაოდ კომფორტულია დამკვეთისთვის, იმის გათვალისიწნებით რომ ფასის და ხარისხის შეფარდებით საუკეთესო პროდუქტს ქმნიან, შეუძლიათ საშუალო და რთული ვებ გვერდის, აქვთ მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება , მათ ინტერესში შედის შექმნან მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი პროდუქტი, რადგან სამომავლოდ სხვებსაც გაუჩდეთ მათთან თანამშრომლობის სურვილი,

ცნობილი ვებ-სტუდიები არიან დიდი გამოცდილების მქონე გუნდით დაკომპლექტებულნი , აქვთ ბაზარზე მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება , ქმნიან ხარისხიან პროდუქტს, მათთან ურთიერთობისას დარწმუნებული ხართ, რომ მიიღებთ იმას რაც გჭირდებათ, თუმცა ხარისხთან ერთად მათთან საიტის დამზადება გაცილებით დიდ თანხა დაგიჯდებათ ვიდრე საშუალო ან მცირე სტუდიაში, ასეთი ტიპის სტუდიებთან თანამშრომლობა მხოლოდ განსახუთრებით დიდი მოცულობის პროექტზე მუშაობისას არის რეკომენდებული.

freelancer მათთან საქმის დაჭერა მცირე ფინანსებთან მაგრამ დიდ რისკთან არის დაკავშირებული , თქვენ არ გაქვთ არანაირ გარანტია, იმისა თუ რა დროში დამთავრდება პროექტი , ან იქნება თუ არა ის რაც თქვენ გჭირდებათ, როგორც წესი მათ არ ყავთ საკუთარი გუნდი, უწევთ საიტის აწყობისას ყველა დეტალის თავად შემუშავება, რაც მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, რაც თავის მხრივ ზრდის საიტის დამზადების პროცესში შეცდომების დაშვების ალბათობას, ასევე არ გაქვთ არანაირი წარმოდგენა მათი რეალური გამოცდილების შესახებ, თქვენ არ იცით, შეუძლიათ თუ არა, იმ ამოცანების გადაჭრა რაც თქვენს პროექტზე მუშაობა მოითხოვს, როგორც წესი მათი ფასი მკვეთრად ნაკლებია ვიდრე სტუდიის, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი დაწყებული პრექტების გაგრძელება ისევ ვებ-სტუდიებს

როგორი უნდა იყოს ვებ საიტი

კარგი საიტი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ დიზაინს, რაც თავის მხრივ პირობითია, ყველა დამკვეთს აქვს საკუთარი შეხედულება ამასთან დაკავშირებით, საბოლოოდ დიზაინის შემუშავება ხდება სტუდიის მხრიდან რეკომენდაციებისა და დამკვეთის შეთანხმების საფუძველზე. ფუნქციონალი რაც დევს საიტში უნდა მუშაობდეს უნაკლოდ არ უნდა ქონდეს ხარვზები და სისტემური შეცდომები. საიტის ჩატვირთვის სიჩქარე განსხვავებულია მისი მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე , თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისეთი ნელი რომ მომხმარებელს დისკომპორტი შეუქმნას, საიტი უნდა იყოს მორგებული ყველა მოწყობილობაზე, ვინაიდან ვიზიტორების 52-53% სწორედ მობილურის ან პლანშეტის მომხმარებელია,

ეს გახლავთ ჩვენს მიერ მოწოდებული ზოგადი რჩევები , რომელიც იმედი გვაქვს სამომავლოდ დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მომავალში კიდევ ბევრ საიტერესო სტატიას შემოგთავაზებთ, რაც ვებ-გვერდებს და ციფრულ სამყაროს შეეხება.