wave

როგორი უნდა იყოს ვებ-გვერდის დიზაინი

როგორი უნდა იყოს ვებ-გვერდის დიზაინი

2018-09-23

დიზაინი ვებ-გვერდის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, დახვეწილი ვიზუალის გარაშე ნებისმიერი საიტი მახინჯი პროგრამაა რომელსაც კონკრეტული ფუნქცია აკისრია, ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ იმაზე თუ  რა ფერებში უნდა იყოს გაწყობილი ვებ-გვერდი ან მისი შემადგენელი ემემენტების  განლაგების შესახებ, შევეცდებით გასაგებ ენაზე ჩამოვაყალიბოთ ის მცნებები რაც ვებ-გვერდს ისეთ მომხიბვლელობას ანიჭებს რაც მომხმარებელს უკან დაბრუნების სურვილს უჩენს, ფერები არ უნდა "აჭყიტავდეს" მომხმარებელი არ უნდა იძაბებოდეს კონტენტის თვალიერებისას ,

საიტის დამზადებისას

აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის გარემოება რომ კომპიუტერულ უნარ ჩვევებს ყველა ერთ დონეზე არ ფლობს , ვებ-გვერდის სტურქტურის  დაგეგვმა უნდა მოხდეს ისე რომ  ყველასთვის ერთნაირად მარტივი მოსახმარი იყოს, არ უნდა გამოვიყენოთ მულტიმედიური ელემენტები სადაც მისი საჭიროება არ არსებობს , ამით მხოლოდ საიტის კონტენტს გადავტვირთავთ, პირობითად საიტის დიზაინი შეიძლება 4 ტიპად დავყოთ 

1) ეფექტების გარაშე მშრალი კონტენტით, ცუდად გაფორმებული, საიტზე ყოფნისას გიჩდებათ იმის განცდა რომ , ბლოკები ქაოტურად არის განთავსებული, ასეთი საიტები ძირითადად ეკუთვნით  დაბალ ბიუჯეტიან კომპანიებს ვისაც არ ესმის ვებ-გვერდის რეალური დანიშნულება , რათქმაუნდა ასეთ საიტებზე  მეორედ დაბრუნების სურვილი არავის უჩდება, მითუმეტეს მის მფლობელ კომპანიასთან საქმის დაჭერის. 

2) მცირე ეფექტებით , თუმცა მოსახერხებელი სტრუქტურით, გიჩდებათ განცდა რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, მოსახმარად მარტივი, ასეთი საიტების ძირითადი დატვირთვა ფუნქციონალია და არა ვიზუალური მხარე ,ძირითადად ასეთ ვებ-გვერდებზე ბრუნდებიან იმიტომ  რომ მისი მოხმარების აუცილებლობა აქვთ და არა მისი უზადო ვიზუალის  გამო.

3) სადა, მინიმალისტური ეფექტებით, ლამაზი ბლოკებით, ზომიერი ანიმაციებით, მოხერხებული განლაგებით , მოსახმარად მარტივი , ასეთი ტიპის დიზაინი, ყველა ვებ-გვერდს ამშვენებს , მისი შექმნა კი არც თუ ისე მარტივ ამოცანას წარმოადგენს რადგან გიწევს ოქროს შუალედის დაცვა, ასეთ საიტეზე ყოფნისას გიჩდებათ განცდა რომ წინასწარ იზრუნეს თქვენს კომფორტზე, მათთვის მნიშვნელოვანი თქვენ ხართ , როგორც წესი ეს განცდა მომხმარებელს ბოლომდე მიყვება კომპანიასთან ურთიერთობისას , მისი კეთილ განწყობას კი სწორად დაგეგმილი ვებ-გვერდი უზრუნელყობს, 

4) ანიმაციებით და ეფექტებით დატვირთული ვებ-გვერდი, როგორც წესი მომხმარებელში იწვევს სასიამოვნოდ გაოცებას, თვალისთვის ლამაზი აღსაქმელია როდესაც ხედავს  მაგალითად როგორ ჩდება ახალი ბლოკი მის თვალწინ როდესაც მანამდე იმ ადგილას არაფერი იყო, ან სურათზე დაკლიკებისას ფეერვერკი ეწყობა :) ,  ასეთ საიტზე ყოფნისას პირველ ჯერზე კარგად გაერთობით მაგრამ სტაბილურად მისი მოხმარება მოსაბეზრებელი ხდება, გარდა ამისა ასეთი ტიპის საიტების დამზადება როგორც წესი უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ეფექტების შემუშავება პროგრამულად მეტ  დროს და მეტ ენერგიას მოითხოვს, ანიმაციებით დატვირთული დიზაინი ანელებს საიტის სიჩქარეს, რაც მომხმარებელს დისკომფორტს უქმნის,  არამგონია ისეთმა საიტმა რომელზეც მომხმარებელი გაერთობა , თქვენს კომპანიაზე სერიზოული წარმოდგენა შეუქმნას , ასე რომ მსგავსი დიზაინის დამზადება მხოლოდ გარკვეული სპეციფიკის საიტებისთვის არის რეკომენდებული,

რომ შევაჯამოთ  web4you_ს გუნდი რეკომენდაციას მე_3 ტიპის დიზაინს უწევს, კითხვების შემთხვევაში მზად ვართ  კონსულტაცია გაგიწიოთ  ps  უფასოდ :)

info@web4you.ge

facebook_page

რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვეტთ საიტის დამზადებას

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ, ვებ საიტის საჭიროებას, მის მნიშვნელობას, ასევე ვისაუბრებთ იმ "სირთუ...

გაიგეთ მეტი

როგორი უნდა იყოს ვებ-გვერდის დიზაინი

დღეს ვისაუბრებთ ვებ-გვერდის დიზაინზე, გაგაცნობთ მის ტიპებს და თავისებურებებს.

გაიგეთ მეტი

პროფესია ვებ-პროგრამისტი

ციფრული სერვისებით სარგებლობა , დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა...

გაიგეთ მეტი