wave

რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვეტთ საიტის დამზადებას

რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვეტთ საიტის დამზადებას

2019-05-13

რატომ არის საჭირო გქონდეთ კარგი ვებ საიტი? საბედნიეროდ ამ კითხვამ აქტუალობა დიდი ხნის წინ დაკარგა,  ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვალა პიარის და რეკლამის სახეებიც, რაც არ უნდა ძლიერი იყოთ თქვენს სფეროში , თუ მომხმარებელს  ვერ მიაწვდით ინფორმაციას, თქვენი სერვისების, უპირატესობების და ზოგადად თქვენი არსებობის შესახებ, წარმატების მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ამ  პროცესის გათვალისწინებით კომპანიების უმრავლესობა  ცდილობს საკუთარი სარეკლამო სტრატეგია ციფრულ სამყაროს დაუკავშიროს.  ვებ საიტი ემსახურება რამდენიმე მიზანს, აუმჯობესებს თქვენსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციას, თავიდან იცელებთ ზედმეტ კითხვებს, თქვენი კომპანიის მომსახურებებისა  თუ პროდუქციის შესახებ, ვინაიდან ყველა სახის ინფორმაცია საიტზე გაქვთ განთავსებული,   ლამაზად გაფორმებული და სწორად დაგეგმილი დიზაინი , დადებითად განაწყობს პოტენციურ მომხმარებელს თქვენს მიმართ, რაც უპირატეს მდგომარეობაში გაყენებთ კონკურენტებთან , 

         სამწუხაროდ კომპანიების უმრავლესობა, ვერ იყენებს საიტის პოტენციალს სრულად,  გქონდეთ საიტი, და არ გყავდეთ მომხმარებელი იგივეა გახსნათ სასტუმრო უღრან ტყეში, სადაც  მისი არსებობის შესახებ არავის ეცოდინება,  არსებობს საიტზე მომხმარებლის მოზიდვის რამდენიმე მეთოდი თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ პოპულარულ და ეფექტურ გზებზს შევეხებით.

1) SEO (საიტის ოფტიმიზაცია საძიებო სისტემებში, როგირიც არის:google, yandex, bing და  სხვა, დროთა განმავლობაში თქვენი საიტი დაიკავებს წამყვან პოზიციებს კონკრეტულ სიტყვაზე ძებნისას)

2) google ads (რეკლამის განთავსება GOOGLE_ს საძიებო სისტემაში)

3) facebook/instagram ads (რეკლამის განთავსება სოციალურ ქსელში)

უნდა გაითვალისწინოთ რომ,  seo ოფტიმიზაციის გარდა , ყველა მეთოდი არის ფასიანი და მისი დაგეგმვა უნდა მოხდეს პროფესიონალების მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული, თქვენი ფინანსების არამიზნობრივი  ხარჯვა, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ალბათობა იმისა რომ , ერთი სახის რეკლამა იყოს უშედეგო, ხოლო სხვა მეთოდის არჩევის შემთხვევაში მიიღოთ გაცილებით უკეთესი შედეგი, იმის მიუხედავად რომ ყველა მათგანი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. 

 

საიტის დამზადების ფასები & ვებ-სტუდიები vs freelancer_ები  

freelancer: პირი რომელიც არის თვითდასაქმებული, და არ აკავშირებს შრომითი ხელშეკრულება დამქირავებელთან.

ვებ საიტის დამზადების  ფასზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სატის მოცულოება და ფუნქციური შესაძლებლებლობებია, არსებობს საიტების განსხვავებული ტიპები ,

სავიზიტო - მსგავსი ტიპის  საიტები შედგება რამდენიმე გვერდისგან სადაც ძირითადად აღწერილია ინფორმაცია კომპანიის ან კერძო პირის მოღვაწეობის შესახებ , ასეთი საიტების ფასი 400 - 1200 ₾ ფარგლებში მერყეობს,

კორპორატიული საიტი - არის როგორც კომპანიის სერვისების შესახებზე ინფორმაცია,  ასევე მათ პარტნიორებზე, შესაძლეებელია იყოს განთავსებული პროდუქციის ჩამონათვალი, ფოტოების სლაიდშოუ, ასევე გქონდეთ საშუალება გამოაქვეყნოთ ინფორმაცია თქვენს კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ, მომხმარებლების რეგისტრაციის მოდული და ასე შემდეგ, მსგავსი საიტების ფასი 1200 - 2500 ₾ ფარგლებშია.

პროდუქციის კატალოგი - ეს არის საიტის ისეთი ტიპი სადაც განთავსებულია პროდუქცია , ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის,  მანქანის ნაწილები, ცხოველის საკვები, ტურები, სურსათი და ასე შემდეგ...  მოიცავს მათზე დაწვრილებით ინფორმაციას, დეტალური აღწერით, პარამეტრებით, ასევე მარტიივი ფილტრაციის შესაძლებლობით, შესაძლებელია ქონდეს შეკვეთის ფორმა, მიტანის სერვისის მოდული, რათქმაუნდა ასეთი საიტები თავის თავში მოიცავენ ზემოთ ჩამოთვლილი ვებ-გვერდის ტიპების ფუნქციონალსაც . მსგავსი საიტის დამზადება 2500 ლარიდან შეგიძლიათ,

ონლაინ მაღაზია - საჭიროების მიხედვით  თავის თავში შეიძლება მოიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ტიპის საიტის ფუნქციონალს, დახვეწილი ფილტრაციის და ძებნის შესაძლებლობებას , საიტზე ინტეგრირებულია ბარათით გადახდის  და ონლაინ განვადების მოდულები,  ონლაინ მაღაზიის ფასი 2500 ლარიდან იწყება,

ზემოთ მოყვანილი საიტის ტიპები და ფასები არის ზოგადი მიმოხილვა, წარმოდგენის შესაქმნელად, 

მცირე ვებ-სტუდიები  ასეთ კომპანიებთან ურთიერთობა საკმაოდ კომფორტულია დამკვეთისთვის,   იმის გათვალისიწნებით რომ ფასის და ხარისხის შეფარდებით საუკეთესო პროდუქტს ქმნიან, შეუძლიათ საშუალო და რთული საიტების დამზადება, აქვთ მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება , მათ ინტერესში შედის შექმნან მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი პროდუქტი, რადგან სამომავლოდ სხვებსაც გაუჩდეთ მათთან თანამშრომლობის სურვილი, 

ცნობილი ვებ-სტუდიები  არიან დიდი გამოცდილების მქონე გუნდით  დაკომპლექტებულნი , აქვთ ბაზარზე მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება , ქმნიან ხარისხიან პროდუქტს, მათთან ურთიერთობისას დარწმუნებული ხართ, რომ მიიღებთ იმას რაც გჭირდებათ, თუმცა ხარისხთან ერთად მათთან საიტის დამზადება გაცილებით დიდ თანხა დაგიჯდებათ  ვიდრე საშუალო ან მცირე სტუდიაში, ასეთი ტიპის სტუდიებთან თანამშრომლობა მხოლოდ განსახუთრებით დიდი მოცულობის პროექტზე მუშაობისას არის რეკომენდებული.

freelancer_ები  მათთან საქმის დაჭერა მცირე ფინანსებთან მაგრამ დიდ რისკთან არის დაკავშირებული , თქვენ არ გაქვთ არანაირ გარანტია, იმისა თუ რა დროში დამთავრდება პროექტი , ან იქნება თუ არა ის რაც თქვენ გჭირდებათ, როგორც წესი მათ არ ყავთ საკუთარი გუნდი, უწევთ საიტის აწყობისას ყველა დეტალის თავად შემუშავება, რაც მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, რაც თავის მხრივ ზრდის საიტის დამზადების პროცესში შეცდომების დაშვების ალბათობას, ასევე არ გაქვთ არანაირი წარმოდგენა მათი რეალური გამოცდილების შესახებ, თქვენ არ იცით, შეუძლიათ თუ არა, იმ ამოცანების გადაჭრა რაც თქვენს პროექტზე მუშაობა მოითხოვს, როგორც წესი მათი ფასი მკვეთრად ნაკლებია ვიდრე სტუდიის, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი დაწყებული პრექტების გაგრძელება ისევ ვებ-სტუდიებს  უწევთ , 

როგორი უნდა იყოს ვებ საიტი

 კარგი საიტი არ ნიშნავს  მხოლოდ ლამაზ დიზაინს, რაც თავის მხრივ პირობითია, ყველა დამკვეთს აქვს საკუთარი შეხედულება ამასთან დაკავშირებით, საბოლოოდ დიზაინის შემუშავება ხდება სტუდიის მხრიდან რეკომენდაციებისა და დამკვეთის შეთანხმების საფუძველზე. ფუნქციონალი რაც დევს საიტში უნდა მუშაობდეს უნაკლოდ არ უნდა ქონდეს ხარვზები და სისტემური შეცდომები. საიტის ჩატვირთვის სიჩქარე განსხვავებულია მისი მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე , თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისეთი ნელი რომ მომხმარებელს დისკომპორტი შეუქმნას, საიტი უნდა იყოს მორგებული ყველა მოწყობილობაზე, ვინაიდან ვიზიტორების 52-53% სწორედ მობილურის ან პლანშეტის მომხმარებელია, 

ეს გახლავთ ჩვენს მიერ მოწოდებული  ზოგადი რჩევები , რომელიც  იმედი გვაქვს  სამომავლოდ დაგეხმარებათ  სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მომავალში კიდევ ბევრ საიტერესო სტატიას შემოგთავაზებთ, რაც ვებ-გვერდებს და ციფრულ სამყაროს შეეხება.  

რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვეტთ საიტის დამზადებას

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ, ვებ საიტის საჭიროებას, მის მნიშვნელობას, ასევე ვისაუბრებთ იმ "სირთუ...

გაიგეთ მეტი

როგორი უნდა იყოს ვებ-გვერდის დიზაინი

დღეს ვისაუბრებთ ვებ-გვერდის დიზაინზე, გაგაცნობთ მის ტიპებს და თავისებურებებს.

გაიგეთ მეტი

პროფესია ვებ-პროგრამისტი

ციფრული სერვისებით სარგებლობა , დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა...

გაიგეთ მეტი