კონსულტაცია

პროფესია ვებ-პროგრამისტი

თუ გინდა გახდე წარმატებული ვებ-პროგრამისტი ეს სტატია შენთვისაა :)

შევეცდებით, გიამბოთ ვებ-პროგრამირების, როგორც პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. შევეხებით ყველა იმ დეტალს, რისი ცოდნაც აუცილებელია სანამ დავადგებით იმ გზას, რასაც  პროგრამირების შესწავლა ჰქვია.

 

ღირს თუ არა პროგრამირების შესწავლა (ზოგადი მიმოხილვა)

როდესაც ვირჩევთ ჩვენს მომავალ პროფესიას, რა თქმა უნდა, გასათვალისიწინებელია მრავალი ფაქტორი; რამდენად მოთხოვნადია, აქვს თუ არა სამომავლოდ პერსპექტივა, ასევე, რამდენად გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება,  რამდენად ანაზღაურდება თქვენი შრომა. შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. ქართული რეალობის გათვალისწინებით, შრომის პირობებისა და ანაზღაურების თანაფარდობა საკმაოდ მიმზიდველს ხდის ამ პროფესიას. იმის მიუხედავად, რომ თანდათან იზრდება კონკურენცია, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ვებ-პროგრამისტების დეფიციტი, ვინაიდან დღითიდღე იზრდება იმ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ცნობადობა გაზარდონ ციფრულ სამყაროში და, ასევე, პირდაპირ გაყიდონ თავისი პროდუქცია.

 

ვის შეუძლია გახდეს პროგრამისტი?

 

ალბათ, პირველი კითხვა, რაც თავში მოგვივა, არის ის, თუ რამდენად რთულია პროგრამირების შესწავლა ან რა თვისებებია ამისთვის საჭირო?! პირველ რიგში, შრომისმოყვარეობა, მოთმინების უნარი, საკუთარი საქმის სიყვარული და მიზანდასახულობა. მცირედი ლოგიკური აზროვნების უნარიც არ იქნება ურიგო. რაც შეეხება მის სირთულეს,  დაახლოებით შევადარებდი ახალი ენის შესწავლას, თუმცა სხვაობა იმაშია, რომ ვსწალობთ კომპიუტერთან ლაპარაკს, განსხვავებული სინტაქსისა და ტექნიკის გამოყენებით.

 

როგორია ანაზღაურება?  

 

პირობითად, პროგრამისტებს გამოცდილების მიხედვით ყოფენ 3 ჯგუფად და,  შესაბამისად მათი ამოცანებიცა და ანაზრაურებაც განსხვავებულია:


   ⦁ დამწყები (junior - 1 წლის სამუშაო გამოცდილებით)
   ⦁ საშუალო  (1+  წლის გამოცდილებით)
   ⦁ გამოცდილი (Senior 2+ წლის სამუშაო გამოცდილებით) 


დამწყები პროგრამისტის ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარიდან იწყება და ადის 800-1000 ლარამდეც. გააჩნია დამსაქმებელსა და დასაქმებულის შესაძლებლობებს , მის ცოდნას და მუშაობის სისწრაფეს, იმ სამუშაოს მოცულობას, რისი შესრულებაც მას მოუწევს; 
საშუალო გამოცდილების მქონდე პროგრამისტების ანაზღაურება საშუალოდ 1200-1500 ლარის ფარგლებშია;
გამოცდილ დეველოპერების ანაზღაურება განისაზღვრება  მათი კვალიფიკაციის და იმის გათვალისიწნებით, რამდენ პროგრამირების ენას ფლობენ. საშუალოდ ეს შეადგენს თითო სამუშაო დღეში 100-175 ლარს.

 

სად შეგვიძლია შევისწავლოთ ვებ-პროგრამირება?

საბედნიეროდ, ამ პროფესიის დასაუფლებლად უამრავი საშუალება არსებობს. არის დაწესებულებები, სადაც ასწავლიან პროგრამირების საფუძვლებს, ასევე, თითქმის ყველა დიდ უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო პროგრამა (თუმცა, მე მაინც არ გირჩევდით), ასევე, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თავადვე შეგიძლიათ შეისწავლოთ - უამრავი ონლაინ კურსი და სახელმძღვანელო არსებობს,  თუმცა ეს დიდი ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, ასევე, საჭიროა მასალის ადვილად ათვისების უნარიც... ხშირი თხოვნების ფონზე ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა სასწავლო დაწესებულება სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სასურველი პროგრამირების კურესები მოიძიოს და შეისწავლოს სიღრმისეულად  

 

რა დრო გვჭირდება შესასწავლად?

დრო დამოკიდებულია  თქვენს ათვისების უნარზე, ასევე,   ლექტორების კომპეტენციაზე, რომლებიც შეგასწავლიან ამ პროფესიას.   პირობითად ვებ-პროგრამირება იყოფა 2 ნაწილად: front-end (საიტის ხილული ნაწილი, დიზაინი) და back-end (საიტის პროგრამული მხარე, ფუნქციონალი). მათი სწავლება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.  front-end-ში  შემავალი პროგრამული ენები შედარებით მარტივად ასათვისებელია, შესაბამისად, დრო, რომელსაც მის შესწავლას მოანდომებთ - შედარებით ნაკლები. ამას დაახლოებით 3 თვეში შეძლებთ. რაც შეეხება back-end-ს, მასში შემავალი პროგრამული  ენები  შედარებით რთულად გასაგებია, მოითხოვს მეტ დროს და ლოგიკურ აზროვნებას. შესაბამისად, მის  საშუალო დონეზე შესწავლას 4 თვეში შეძლებთ.

 

და ბოლო პროგრამირება. საქმე რომელის გვიყვარს და საქმე რომელის "გვძულს"

ახლა კი მოკლედ მოგიყვებით ჩვენი პროფესიის შავბნელ ნაწილზეც. ცხოვრების თითქმის ყოველი დღე (დასვენების დღეების გარდა) ასოცირდება კომპიუტერთან, ცხოვრების მჯდომარე წესთან და მისგან გამოწვეულ სტრესთან. არის საშიშროება   ნელ-ნელა დაშორდეთ გარე სამყაროს, იფიქროთ მხოლოდ სამსახურებრივ ამოცანებზე და მათი გადაჭრის გზების ძიებას შეალიოთ თქვენი ძალა და ენერგია. ჩვენი რჩევა იქნება,  იყოთ შრომისმოყვარენი, იმუშაოთ გარკვული დროით, მაგრამ საკუთარ თავსაც მისცეთ დასვენების უფლება, ხშირად გახვიდეთ გარეთ ,  ივარჯიშოთ მსუბუქად,  ოღონდ - არა ასე :)

 

სად შეგვიძლია დასაქმება  

როდესაც დავეუფლებით ვებ-პროგრამისტის პროფესიას , საკმაოდ დიდი არჩევანი გვექნება დასაქმების მხრივ. შეგვეძლება ვიმუშაოთ ვებ-სტუდიებში, არსებული ვებ-გვერდების ტექნიკურ მომსახურებაზე, დამოუკიდებლად ავიღოთ შეკვეთა, შევქმნათ რაიმე პროდუქტი და გავყიდოთ ისეთ პლათფორმებზე, როგორებიცაა  themeforest.net , templatemonster, და სხვა .   

 

სასარგებლო ბმულები: 

https://www.youtube.com/watch?v=I-wo9zUrRYA

https://www.youtube.com/watch?v=IrJI4LbD-_0

 

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის :)